განთავსების პირობები
სასტუმროს განთავსება საიტზე 3 თვის განმავლობაში უფასოა!
რაც გაძლევთ საშუალებას გაეცნოთ საიტის
ფუნქციონალურ შესაძებლობებს და პირადად იხილოთ რა შედეგები შეიძლება მიიღოთ ჩვენი მომსახურებიდან.
ტესტური რეჟიმის შემდეგ თქვენ თავად გადაწყვიტავთ გსურთ თუ არა ჩვენთან თანამშრომლობა და ხელშეკრულების გაფორმება.
საიტზე სასტუმროს განთავსების წლიური საფასური იქნება:
- ოჯახური ტიპის სასტუმროებისათვის რომელთა ნომრების რაოდენობა არ აღემატება 10 ს 150 ლარი წელიწადში
- სასტუმროებისათვის რომელთა ნომრების რაოდენობა აღემატება 10 ს 250 ლარი წელიწადში
ამას გარდა თქვენი სურვილის შემთხვევაში ჩვენ უფასოდ დაგიმზადებთ ვებ გვერდს (იხილეთ ნიმუშები სასტუმრო კონდორი ქობულეთში
სასტუმრო "ბუტიკი თბილისიში" ) ,
რომლის ადმინისტრირება, ფასების, ინფორმაციის და ფოტო მასალის განახლება მოხდება hotels.com.ge ზე არსებული თქვენი ანგარიშის საშუალებით. ამ შემთხვევაში თქვენ დამატებით გადასახდელი გექნებათ:
- დომენის საფასური 30 ლარი წელიწადში
- ჰოსტინგის საფასური 48 ლარი წელიწადში.
ფასები მოცემულია დ.ღ.გ. ს ჩათვლით.
სასტუმროს რეგისტრაცია
რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ შეავსოთ ქვევით მოცემული ფორმა. ჩვენ განვიხილავთ მიღებულ განაცხადს, რის
შემდეგ თქვენს ელ. ფოსტაზე მიიღებთ ლინკს (ბმულს), რომლის საშუალებითაც შეხვალთ თქვენი სასტუმროს რეგისტრაციის ძირითად გვერდზე. გთხოვთ წინასწარ ყურადღებით გაეცნოთ სასტუმროს რეგისტრაციის ფორმას, მოამზადოთ ყველა საჭირო ინფორმაცია (სურათები, აღწერილობები, ფასები და ა.შ) ამას გარდა უმჯობესია თუ შევსების დროს დახმარებისათვის დაგვირეკავთ ტელეფონზე 2 306 222
და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეთ ინფორმაციის შეყვანას საიტზე.
პროექტის შესახებ
www.hotels.com.ge
წარმოადგენს სასტუმროების საძიებო სისტემას ნომრების დაჯავშნის ფუნქციით.
ძებნის პარამეტრები ითვალისწინებს კონკრეტული სასტუმროს ყოველი ნომრის დატვირთვას ანუ თავისუფალია თუ არა ნომერი შემკვეთის მიერ მითითებულ ვადებში.
საიტზე ნომრების დაჯავშნის და საფასურის გადახდის სისტემას ირჩევთ თქვენ თვითონ:
- სტუმარი ავსებს შეკვეთის ფორმას და თანხის ნაწილს იხდის პლასტიკური ბარათის მეშვეობით;
- სტუმარი ავსებს შეკვეთის ფორმას და თანხის გადახდის გარეშე ამ ინფორმაციას მიიღებთ ელ. ფოსტაზე;
- შეკვეთა ხორციელდება მხოლოდ ტელეფონის მეშვეობით სასტუმროს მიერ მითითებულ ნომერზე.
საიტზე თქვენი სასტუმროს შესახებ წარმოდგენილი იქნება ამომწურავი ინფორმაცია, კერძოდ: მისამართი, სასტუმროს ადგილმდებარეობა, საერთო აღწერილობა, ნომრების აღწერილობა, სერვისები, ფოტოსურათები, რაც თავის მხრივ სასარგებლო იქნება სასტუმროს რეკლამირებისათვის.